საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ბასკონიას" კაპიტნის ტრავმის მოშუშების ვადა სავარაუდოზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ბასკური გუნდის ვებგვერდის ცნობით თორნიკე შენგელიას მორიგმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქართველ კალათბურთელს ორი-სამი თვით უქმობა ისევ მოუწევს.შეგახსენებთ, შენგელიამ მუხლის ტრავმა გასული წლის 30 დეკემბერს, მადრიდის "რეალის" წევრ ფაკუნდო კამპაცოსთან შეჯახებისას მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, მას ერთი თვე უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ დაზიანებაგაცილებით სერიოზული აღმოჩნდა.