ესპანეთის ჩემპიონატში "ბურგოსთან" მოგებულ საშინაო მატჩში (87:79) "ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო და სახედასისხლიანებულმა დატოვა პარკეტი. კლუბის საიტის და წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, თორნიკეს ოპერაცია გაუკეთეს. შენგელიას ცხვირზე ოპერაცია გაუკეთეს. თორნიკეს სახის დამცავი ნიღბით მოუწევს თამაში. შეგახსენებთ, მან ცხვირის ტრავმის გამო ამ სეზონში რამდენიმე მატჩი ჩაატარა ნიღბით.