თორნიკე შენგელიას ბასკონია, ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში რეალ ბეტისს უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით, 84-73 დაამარცხა. მატჩის ყველაზე შედეგიანი და შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშეც ქართველი გახდა. შენგელიამ ყველაზე მაღალი სარგებლიანობის ინდექსი დააფიქსირა. ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა მოედანზე არასრული 36 წუთი გაატარა რა დროშიც 18 ქულა 9 მოხსნა 4 შედეგიანი გადაცემად ა 1 ჩაჭრა მოაგროვა. მისი სარგებლიანობის ინდექსი +28 ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ამ მოგებით ვიტორიელებმა მდგომარეობა ოდნავ გამოასწორეს და მე-11 პოზიციაზე დამკვიდრდნენ. შემდეგ ტურში, 27 ოქტომბერს ბასკონია ტენერიფეში, გიორგი შერმადინის “იბეროსტარს” შეხვდება.