იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული ოლიმპია მილანო გახდა. თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ სერიის მე-6 მატჩში ეტორე მესინას გუნდთან 17 ქულით, 64:81 წააგო და სერიაში 4:2 დამარცხდა. საქართელოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. ვირტუსიდან ყველაზე მეტი, 11 ქულა ამარ ალიბეგოვიჩმა ჩააგდო. მილანოს მხრიდან 23 ქულით საუკეთესო ლუიჯი დატომე იყო. იტალიაში საკალათბურთო სეზონი დასრულდა, თორნიკემ პირველივე წელს შეძლო ტიტულის მოგება. ვირტუს ბოლონიამ ევროთასის ფინალში ბურსასპორს აჯობა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს თორნიკე შენგელია კარიერას. ვირტუსი მას კარგ კონტრაქტს უმზადებს, მაგრამ შენგელიასთვის კიდევ ორი ვარიანტი არსებობს. მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, თორნიკე ბარსელონაში ვიხილოთ. გარდა ამისა, რამდენიმე წყარო მის NBA-ში დაბრუნებაზეც წერს.