ლიგა ენდესას მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" სტუმრად 89:72 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 34 წუთში 13 ქულა 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +22-ს გაუტოლდა. ბურჯანაძემ არასრულ 18 წუთში 10 ქულის და 3 მოხსნის მოგროვება შეძლო. შეგახსენებთ, რომ "ბასკონია" 8 მოგებით მეთერთმეტე ადგილზეა, ხოლო "გრან კანარია" ამდენივე მოგებით - მეთორმეტე პოზიციაზე იმყოფება.