ევროლიგის მე-3 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად 80:87 დამარცხდა "ფენერბახჩესთან". შეხვედის ბედი მასპინძელთა გუნდის ლიდერმა ნანდო დე კოლომ გადაწყვიტა, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო და მარგი ქმედების 44-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. დე კოლოს შემდეგ ყველაზე შედეგიანი 18 ქულით შენგელია იყო. ქართველმა ფორვარდმა 24 წუთში 18 ქულა 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 23-იანი კოეფიციენტის მატჩის ვიცე-MVP იყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროლიგაზე ბასკონიას 1 მოგება აქვს, შემდეგი მატჩი კი 25 ოქტომბერს ოლიმპიაკოსთან შედგება.