შენგელიას ''ბასკონია'' კვლავ დამარცხდა
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში "ანდორას" ესტუმრა და 15 ქულის სხვაობით 82:97 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა მატჩი 9 ქულით 4 მოხსნით და 1 სედეგიანი გადაცემით დაასრულა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა კი "ანდორას" 12 ქულა ჩაუგდო. "ბასკონიამ" ჩემპიონატში მე-6 მატჩი წააგო. თორნიკეს გუნდი მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში "ხუვენტუდ ბადალონას" მასპინძლობს.