15:53
9 აგვისტო, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ესპანეთის ჩემპიონია
01-07-2020

30 ივნისს, ლიგა „ენდესას“ ფინალში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" "ბარსელონა" 69:67 დაამარცხა და ოქროს მედლები მიიღო.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ, მეორე პერიოდი "ბარსელონამ" უკეთ ჩაატარა, ზუსტი სამქულიანების წყალობით 9 ქულით გაიჭრა წინ, დიდ შესვენებაზე კი 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში ბასკურმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა, მეოთხე პერიოდის შუაში შენგელიასთან ბრძოლაში ნიკოლა მიროტიჩმა მეხუთე პერსონალური მიიღო, თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა და საბოლოოდ "ბასკონიამ" იმარჯვა.

შენგელიამ 33:11 წუთში 14 ქულა (8-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 11 იყო.

შენგელიამ 24:59 წუთში 8 ქულა შესძინა თავის გუნდს (8-დან 4 ორქულიანი, 5-დან 0 სამიანი, 1-დან 0 საჯარიმო) და ერთხელ მოხსნა ბურთი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები