ევროლიგის მე-7 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად 74:81 დამარცხდა "მილანოსთან". 3 მეოთხედის შემდეგ მასპინძლები მხოლოდ 1 ქულით იყვნენ წინ, დასკვნითი პერიოდი კი უკეთ ჩაატარეს და გაიმარჯვეს. ქართველმა ფორვარდმა 26 წუთში 12 ქულა 9 მოხსნა 2 პასი 1 ცაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შეგახსენებთ, რომ "ბასკონია" 3 მოგებით მე-12 ადგილზეა და 14 ნოემბერს "მაკაბის" უმასპინძლებს.