იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ეკა ბესელიას შესაძლო გადაგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ექსპერტები ეხმაურებიან. თორნიკე შარაშენიძის თქმით,თუ ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, იმას რომ ბესელია ნაკლებად გამოჩნდება საზოგადოებაში ეს იქნება მხოლოდ კარგი რადგან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ძალიან აღიზიანებს ხალხს. ინფორმაცია ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან შესაძლო ჩანაცვლების შესახებ ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. სააგენტოს ცნობით ეკა ბესელიას პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი შესთავაზეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კი მის შემცვლელად ანრი ოხანაშვილი განიხილება.
იხილეთ:
გიორგი კახიანი ეკა ბესელიას შესახებ - ასეთი ცვლილება რომც განხორციელდეს, მხოლოდ დაწინაურებას ნიშნავს