აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე არჩევნების მეორე ტურში მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, რაც ხვალ უფრო გამყარდება. მისივე თქმით აჭარის რეგიონში ვერავინ შეძლებს მოქალაქის ხმის მიცემის უფლების დაზიანებას. რიჟვაძის განცხადებით, დესტრუქციულ ქმედებს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი იქნება და შესაბამის რეაგირება მოჰყვება.