ლიბერასტების" პოლიტიკური კვნესა“ - ასე შეაფასა გუშინ თბილისში გამართული აქცია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. რიჟვაძე „ოცნების“ გუნდის რიტოტიკას განაგრძობს. მან გუშინდელ მასშტაბურ სახალხო პროტესტს კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებები უწოდა.