აჭარის მთავრობის თავმჯდონარე თორნიკე რიჟვაძე ქართველი მეზღვაურის, 22 წლის დავით რაზმაძის ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობა პროცესებში ჩართულია იმისათვის, რომ მეზღვაურის პოვნა დროულად მოხდეს.ქართველი მეზღვაური 22 წლის დავით რაზმაძე შორეულ ნაოსნობაში ლიბიაში იმყოფებოდა, როდესაც გაუჩინარდა. მისი სამძებრო სამუშაოები ორი კვირაა მიმდინარეობს.