სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ვალი ამ აღთქმული მიწის დაბრუნებაა. თორნიკე რიჟვაძემ დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებსაც გაუსვა ხაზი.