თორნიკე ყიფიანმა ევროვიზიაზე წარსადგენი სიმღერა კლიპთან ერთად გამოუშვა.
როგორც მოგეხსენებათ თორნიკე ყიფიანი წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს. სიმღერას Take Me As I Am (მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ) ჰქვია. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია.
ევროვიზიის რიგით 65-ე კონკურსს წელს როტერდამი მასპიძლობს. შოუ 12, 14 და 16 მაისს შედგება. თორნიკე ყიფიანი, თავისი სიმღერით, კონკურსზე 14 მაისს წარსდგება.