მსჯავრდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, საპატრიარქო გიორგი მამალაძის შეწყალების სანაცვლოდ კონკრეტულ წინაპირობას აყენებს. როგორც პლიტრანიუსს თორნიკე მამალაძემ განუცხადა, საპატრიარქო გიორგი მამალაძისგან წერილს ითხოვს, სადაც ცალსახად იქნება დაფიქსირებული, რომ მის საქმეში შორენა თეთრუაშვილს არანაირი როლი არ აქვს. თორნიკე მამალაძის მტკიცებით, ამ მოთხოვნით მასთან, საპატრიარქოს წინ გაშლილ კარავთან მამა ანდრია ჯაღმაიძე მივიდა და "შორენა თეთრუაშილის მოთხოვნა გადასცა".