თავად კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სალომე ზურაბიშვილს პირად საუბრებში უარი უთხრა შეწყალებაზე, - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ მედიასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტმა დეკანოზის შეწყალებაზე უარი თქვა. მისივე თქმით, პატრიარქმა წმინდა სინოდი და მთელი საზოგადოება მოატყუა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდება სცადა.
როგორ გააგრძელებენ საპროტექსტო აქციებსა და რა სამომავლო გეგმები აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს, ამ საკითხზე თორნიკე მამალაძე პრესკონფერენციაზე განაცხადებს.