თორნიკე მამალაძე დეკანოზისგან მასალების გასაჯაროების ნებართვას ელოდება - Palitra News

თორნიკე მამალაძე დეკანოზისგან მასალების გასაჯაროების ნებართვას ელოდება

2020-01-08 15:24:13+04:00

გლდანის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მისი ძმა, თორნიკე მამალაძე იმყოფება.

როგორც თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს ციხეში შესვლამდე განუცხადა, ის პირველ რიგში დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდება და შემდგომ მისგან ითხოვს ნებართავს, რომ საპატრიარქოსთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროდ გააჟღეროს.

"აუცილებლად ვაპირებთ, საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია, რა ინფორმაციაც აქამდე არ თქმულა და ეს არ იქნება უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ეს იქნება გამყარებული მტკიცებულებებით", - განაცხადა მამალაძემ.