ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას "აუდიტორთა ეთიკის კოდექსის" დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ფარცხალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თორდიამ დარღვია "აუდიტორთა ეთიკის კოდექსი" იმით, რომ კონკრეტული შემოწმების შემაჯამებელი პროექტის არარსებობამდე ისაუბრა შემოწმების დეტალებზე და კონკრეტულ შედეგებზე.ჩიქოვანის თქმით, გენერალურმა აუდიტორმა ასევე პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია, რაც ასევე "აუდიტორის ეთიკის კოდექსის" დარღვევაა.