21:38
16 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ს შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა
02-06-2020

თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.

„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, - განუცხადეს გენერალურ პროკურატურაში "ინტერპრესნიუსს", რითაც 28 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხეს.

ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. არსებული ინფორმაციით, თორაძეები "მხედრიონს" დაუპირისპირდნენ. 1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, "მხედრიონმა" ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

აღნიშნული საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.

AutoPlay
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას ოფიციალურ ცერემონიაზე პატივი მიაგეს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
თავდაცვის ძალების მე-2 ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
დავით კირკიტაძე რუსთავში მცხოვრები 250 ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადცემას ეხმაურება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები