განათლება, სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, მომსახურება, დამამუშავებელი მრეწველობა - ეს საქართველოში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროების ტოპ ხუთეულია. ჩამონათვალიდან ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროში დასაქმებულთ აქვთ - თვეში საშუალოდ 563 ლარი. მეორე ადგილზე სოფლისა და სატყეო მეურნეობაა. აქ მოქალაქეებს თვეში საშუალოდ 657 ლარს უხდიან. მას სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი მოსდევს, სადაც მომუშავეების შემოსავალი 740 ლარს უტოლდება. მეოთხე ადგილს მომსახურების სფერო იკავებს 781 ლარით, ხოლო მეხუთეს -დამამუშავებელი მრეწველობა 826 ლარით.