სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა კომბოსტო. კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მისი ფასი ერთ წელიწადში 115,8%-ით არის გაზრდილი. მას მოსდევს ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - რომელიც 41.3%-ით გაძვირდა; მე-3 ადგილზე კი 37,7%-იანი გაძვირებით - მწვანილია.
იმ პროდუქტების ხუთეულში, რომელთა ფასიც თებერვალში ყველაზე მეტად გაიზარდა, მოხვდნენ ასევე: წიწაკა 30,9%-იანი და ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30,3%-იანი ზრდით.