20:02
26 ივნისი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
TOP-3 პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ და ვყიდით თურქეთში
12-06-2019

თურქეთი საქართველოსთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2019 წლის იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 859 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო - 525 მილიონ 100  ათასი დოლარით.

"საქსატის" ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ტრიკოტაჟის ნაწარმი იყო, რომლის ექსპორტმაც 14 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. მას  14 მილიონი დოლარით მოსდევს ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისგან; მე-3 ადგილზე კი ფეროშენადნობებია, რომლის ექსპორტიც 7 მილიონ 700 ათასი დოლარი იყო.  

რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო, რომლის იმპორტმაც 29 მილიონი დოლარი შეადგინა. მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები 16 მილიონ 300 ათასი დოლარით;  მე-3 ადგილზე კი შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები გავიდა, რომლის იმპორტმაც 13 მილიონი დოლარი შეადგინა.

AutoPlay
ქართული ღვინის კომპანიების ნაწილი "როსპოტრებნადზორის" განცხადებას გაფრთხილებად აფასებს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ეკომონეტა - ფულის გამომუშავება დაზღვევითა და ჯანსაღი ცხოვრებითაა შესაძლებელი
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
როდიდან შევძლებთ 12 ახალი მიმართულებით ფრენას ქუთაისიდან - ბილეთების ნაწილი უკვე გაყიდულია
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ლარის ახალი ანტირეკორდი - 2.8333
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ბაზარზე ღია ვარდისფერი მარწყვი და ჟოლო გამოჩნდა - ხილი სრულიად ახალი არომატითაც გამოირჩევა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
ევროკავშირში 67%-ით მეტი საქონელი გავიტანეთ, ვიდრე რუსეთში - TI
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები