ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს შორის ძაღლი გამორჩეულად ერთგული არსებაა. სხადასხვა ჯიშის ეს უსაყვარლესი არსება ოდითგანვე მოიშინაურა ადამიანმა და ამასთან დროდადრო მისი შეჯვარებით თავად გამოიყვანა სპეციალურ გარემოს მოგრებული ვარიანტებიც. თუმცა ისევე როგორც ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმი ძაღლსაც აქვს ხასიათი და შესაძლებლობების საზღვარი, რომელიც წვრთნასთან ერთად შესაძლოა დაიხვეწოს. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში შევეცდებით შემოგთავაზოთ ტოპ 10 ყველაზე გონიერი ძაღლის ჯიშის შესახებ.
10 - ავსტრალიური ძაღლის ჯიში, რომელიც ხელოვნურად არის გამოყვანილი განკუთვნილია საქონლის გადასარეკად დიდ მანძილზე და ადაპტირებულია რთულ კლიმატურ პირობებში არსებობისათვის. მე-19 საუკუნეში დინგოსთან შეჯვარებულ მოკლებეწვიან კოლის მალე რამდენიმე ჯიში შეერია და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ასეთი ტიპის დამხმარე ძაღლი, რომელიც საკმაოდ გავრცელდა როგორც ავსტრალიაში ისე სხვა ქვეყნებშიც. მისი პოპულარობა პირველ რიგში ამ ძაღლების მოხერხებულობამ და სანდოობამ განაპირობა.
იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით ისინი არც თუ ისეთი მოხდენილები არიან, ის თვისებები, როთიც ბუნებამ და რამდენიმე ჯიშმა ამ ძაღლების ხასიათად აქცია, ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. მათი სიმაღლე 43-დან 51 სანტიმეტრამდე მერყეობს, წონა 15-დან 23 კილოგრამამდე, შეფერილობაში რამდენიმე ძირითადი ტიპი იკვეთება: მოლურჯო-მოყავისფრო, ლურჯი, შავი და ჟღალი. აქვს დამჯდარი ბეწვი, რომელიც სხეულის ბოლოსკენ უფრო გრძელია ვიდრე თავთან, საშუალო ზომის ყურები და რაც მთავარია დაბალი მაგრამ კუნთიანი, ძლიერი თათებით ადვილად და სწრაფად გადაადგილდება.
არის ძალიან გამძლე, რაც მას არ უქმნის პრობლემას არც უამონდობის და რთული კლიმატური პირობების შემთხვევაში და არც სხვა სახის სირთულეების დროს მიღებული დავალების შესრულებაში. არის ძალიან გონიერი, დამოუკიდებელი და საზრიანი. ავსტრალიური მწყემსი - ინტელექტის მხრივ პირველ ათეულშია.
9 - ძაღლის ჯიში რომელსაც განსაკუთრებულად სჭირდება გაწვრთნა არის როტვეილერი. მართალია დასაცავად და ნადირობისას დახმარებას ის აუცილებლად გაგიწევთ თუმცა ამას უკეთ გააკეთებს თუ ლეკვობიდან მას კარგად გაწვრთნით და ასწავლით ბრძანებებისა და მითითებების შესრულებას. როტვეილერს რთული და დამოუკიდებელი ხასიათი აქვს და შესაძლოა გაიმეტოს ისიც კი, რომელსაც პატრონად თვლის.
მისი ჯიშის სახელწოდება დაკავშირებულია გერმანიის ქალაქ როტვეილთან, სადაც 1820 იქნა გამოყვანილი. მისი სიმაღლე 56-დან 70 სანტიმეტრამდეა, წონა 40-დან 50 კგ-მდე მერყეობს, სიგრძე 1 მეტრს აღემატება.მისთვის აუცილებელია ცხოვრების აქტიური სტილი და სივრცე. არ ენდობა უცხოებს, მაგრამ ამავდრულად ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანია. უმეტესობას ახასიათებს ერთი ადამიანის ამორჩევა. აღნაგობითაც ძლიერი და დაკუნთული შესახედაობის არის რის გამოც როგორც წესი უცხო ადამიანისთის საშიში შესახედაობის არის, მით უფრო მისი გამომეტყველების გამო, თუმცა ასეთი ავიც არ არის.
8 - ფრანგულიდან მისი სახელწოდება პაპილიონი - ითარგმნება როგორც პეპელა, რაც მისი ყურების ფორმის გამო დაიმსახურა. მათთვის, ვისაც მომცრო ზომის ძაღლები უყვარს როგორც მოსავლელად ისე ოჯახში საცხოვრებლად ის საოცრად ნიჭიერია. შეუძლია დაიმახსოვროს და შეასრულოს საკმაოდ დიდი რაოდენობის მითითებები, ადვილად იწვრთნება, კარგად სწავლობს, მაგრამ აქვს რთული და დაუმორჩილებელი ხასიათი, მხოლოდ გაწვრთნილი და მოვლილი ემორჩილება პატრონს, ამიტომ მისთის აუცილებელი სავარჯიშოების ათვისება სავალდებულოა.
ეს გრძელბეწვიანი თეთრი ძაღლი, რომელიც სხვადასხვა ფერის ლაქებით არის მოხატული. მისი სიმაღლე 30 სმ-ს არ აღემარტება, წონა კილოგრამიდან მაქსიმუმ 5 კილომდეა. რადგან მოცულობით ძალიან პატარაა მისი სახლის პირობებში ყოლა არ იქნება რთული, თუმცა გრძელი ბეწვი აქვს, რასაც სისტემატიური დავარცხნა და პერიოდული მოწესრიგება სჭირდება.
7 - ლაბრადორ-რეტრივერი წარმოშობით ნიუფაუნდლენდიდადნ არის. ძღლის ეს ჯიში მონადირეა, ის ოდითგანვე ეხმარებოდა მეთევზეებს ბადის წყლიდან ამოზიდვაში, გამოირჩევა ძალიან აქტიური, მეგობრული და ხალისიანი ხარიათით. უყვარს სეირნობა. მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება ძალიან ადვილია, რადგან სწავლობს სიამოვნებით და შექებასაც დამსახურებულად იღებს. აქვს საოცარი მადა და ამიტომ ხშირად ღრღნის ისეთ ნივთებსაც კი რაც არ იჭმევა, შესაძლოა არ ითაკილოს ცხვირის ნაგავში ჩაყოფაც კი.
ლაბრადორის ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება. თავდაპირველად მხოლოდ შავი ფერის ითვლეობდა დამოუკიდებელ ჯიშად, შემდგომ უკვე ამ სიას კრემისფერი და შოკოლადისფერიც შეერია. დაახლოებით 60 სმ სიმაღლის კეთილშობილი გამომეტყველების ხალისიანი ძაღლი წონაში ხშირად 40 კგ.ს აღწევს, ძალიან ერთგულია და სხვადასხვა დავალებებს დიდი მონდომებით ასრულებს. აუცილევბელია ხშირი და დიდი ხნის გასეირნება, თამაში და აქტიობები. ლაბრადორი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშია.
6 - შეტლანდიური ნაგაზი იგივე შელტი - გავს კოლის, მაგრამ უფრო მომცრო ზომის არის. ის ძალიან მეგობრულია, განსაკუთრებულად გამოხატავს პატრონიადმი სიყვარულს, თუმცა არ უყვარს მკაცრი და უხეში მოპყრობა. ოჯახში შიძლება ითქვას ძიძის როლსაც კი ითავსებს ბავშვებთან და საოცარ კომპანიონობას უწევს მარტოხელა ადამიანებსაც. მისი ხასიათი დიდად არის დამოკიდებული გარემოზე, სადაც იზრდება. შოტლანდიის ცივი ზამთარი შელტისთვის ადვილი გადასატანი იყო მისი ფუმფულა ბეწვის გამო და ამასთან ის არც ისე ბევრს ჭამს.
მისი სიმაღლე 40 სანტიმეტრამდე აღწევს, წონა კი 10 კილოგრამია. ცხოვრების ხანგრძლიონა 12-15 წელს შეადგენს. შეფერილობით რამდენიმე სახეობაა გავრცელებული. შოტლანდიაში ამ ჯიშს ცხვრის ფარაში როგორც წესი საუკეთესო დამხმარეეები იყენებენ, რადგან იწვრთნებიან ძალიან ადვილად, განსაკუთრებულად გამოირჩევიან ინტელექტით, სწრფად სწავლობენ სხვადასხვა დავალებებს და მითითებებს, ასე რომ ერთადერთი რაც მის პატრონს დარჩენია არის მოვლა.
5 - დობერმანი როგორც წესი სადარაჯო ჯიშია. იწონის დაახლოებით 45 კილოგრამამდე. უცხოებს ძალიან უნდობლად და ცოტა აგრესიულადაც კი იღებს და ამავდროულად ძალიან ფრთხილი და მოსიყვარულეა ბავშვებთან. მისი ხასიათის მთავარი მომენტია რომ იცოდეს ვინ არის დომინანატი და ლიდერი, ამიტომ პატრონმა აუცილებლად უნდა აღზარდოს და გაწვრთნას ძაღლი ისე, რომ ზუსტად აჩვენოს ოჯახის უფროსის ლიდერობა. იწვრთნება ძალიან ადვილად, იმიტომ რომ გონიერია და სწრაფად ითვისებს დავალებებს.
მას დაბალი ბეწვი აქვს რაც მოსავლელად ადვილია, თუმცა საკმაოდ დიდი ძაღლია და ამასთან საჭიროებს ხშირ გასერინებას და პერიოდულად კინელოგის პროფესიონალურ ჩარევასაც. გერმანული ჯიშის დობერმანი გაწონასწორებული და ძლიერი ხასიათის არის. უმნიშვნელო გაწვრთნაც კი საკმარია რომ მიანდოთ ოჯახის ყველაზე პატარა წევსრი და იყოთ მშვიდად.
4 - ოქროსფერი რეტრივერი ფუმფულა ბეწვით ნდობით განგაწყობთ. წონით თითქმის 40 კილოგრამამდეა და რბილ სათამაშოს ჰგავს, მით უფრო რომ ხასიათათიაც ხალისისანი, მოსიყვარულე და რბილია. იშვიათად იყეფება, უყვარს ბავშვები, თამაში და ძლიან ადვილად და კარგად იწვრთნება. თუმცა რა თქმა უნდა გარემო სადაც ის იზრდება განაპირობებს მის აგრესიულობასაც. ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს წყალში, რადგან შესანიშნავად ცურავს. დღის განმავლობაში 2 საათი მაინც უნდა ისერინოს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. მას გრძელი ბეწვი აქვს, რომელსაც ხშირად ვარცხნა სჭირდება და ამავდროულად მოვლის საშუალებებსაც საჭიროებს.
ადამიანისადმი სიყვარულს განსაკუთრებულად გამოხატავს. უყვარს ყურადღება და მის მისაღებად შესაძლოა შესაბამის ხერხებსაც მიმართოს. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა დაახლოებით 12-14 წელია.
3 - თუ ეძებთ ნამდვილ მეგობარს გერმანული ნაგაზი საუკეთესო არჩევანია. კარგად იწვრთნება, თუმცა საამისოდ ერთდ უნდა იშრომოთ, მაგრამ მისი გონიერება და საიმედოობაა აუცილებლად დაგიფასდებათ. ის ოჯახის საუკეთესო მეგობარი ხდება და ამასთან დაგიცავთ თუკი ამის აუცილებლობა გაჩნდება.
ძალიან უჭირს პატრონთან განშორება თუნდაც ცოტა ხნით. მისი ინტელექტისა და ფიზიკური შესაძლებლობების შესახებ ბევრი ლეგენდა და ნამდვილი ამბავი კიდევ უფრო ფასეულს ხდის ამ ჯიშს.
არის ძლიერი, კუნთიანი სხეულით, საკმაოდ დიდი მოცულობის, 22-დან 40 კილოგრმამადე და 65 სმ სიმაღლის. მისთვის სავალდებულოა სისტემატიური ფიზიკური დატვირთვა ამიტომ საჭიროა ხშირი გასეირნება ან შესაბამის სივრცეში ცხოვრება. მოძრავი, ენერგიული, დახვეწილი და ძალიან ერთგული ნაგაზი ოჯახის საუკეთესო მეგობარია.
2 - დეკორატიული ჯიშის პუდელი ის საოცრად მოძრავი, ენერგიული და ხალისიანი ძაღლია. აღსანიშნავია, რომ მას ფაქტიურად არ სცვივა ბეწვი. თუმცა მისი მოვლა აუცილებელია რეგულარულად. ის ადვილად იწვრთება, თუმცა ითხოვს დიდი ყურადღებას, თუ არ დაიმსახურა სათანადო ყურადღება შესაძლოა ჯავრი იყაროს სახვადასხვა ქმედებით, მანამდე სანამ არ მიაღქწევს თავისას. მისი მონადირული თვისებები ყოველდღიურობაშიც იკითხება, უყვარს სირბილი, ცურვა და მონადირება.
ცხოვრობენ დაახლოებით 15-18 წელს. სიმაღლით 60 სმ-მდე იზრდებიან და 25 კილოგრამამდე იწონიან. თავიანთი შესახედაობის გამო გლამურულ ძაღლებად ითვლებიან თუმცა ხასიათით მონადირეეებად რჩებიან. გამოირჩევა კარგი ინტელექტით. ამ სახელწოდებით ძაღლის ჯიშის მოხსენიება 15-16 საუკუნეებიდან გამოჩნდა. ძალიან კარგი ხასიათი აქვს, არის სხვადასხვა სიდიდსა და შეფერილობის. დიდი ზომის პუდელები ექიმბაშების, მეზღვაურებისა და მეთევზეთა თანამგზავრები იყვენენ, უფრო მომცრო ზომის ჯიში ძირითადად ქუჩის მუსიკოსებთან ერთად ართობდნენ ხალხს და გამოდიოდნენ ცირკში. რაც ყველაზე საინტერესოა, ისეთი დელიკატესის მოსაძებნად როგორიც ტრუფელებია სწორედ პუდელებს იყენებდნენ.
1 - ბორდერ კოლი ინგლისური ჯიშის ძაღლია, რომელიც განსაკუთრებულად მოძრავი და ხალისიანია. ის 55 სმ მდე იზრდება სიმაღლეში , წონა 15-22 კგ. ბეწვი გრძელი ან საშუალო აქვს. ის გამოიყვანეს როგორც მეცხვარე, სწორედ იმის გამო რომ საოცრად მოაუსვენარი და მოძრავია. მათ უნდა ირბინონ დღეში 30 კლმტრამდე მაინც. აქვთ ძალიან კარგი, მხიარული ხასიათი და ადვილად ეგუებიან ადამიანებს. მათი გონიერება გაწვრთნის სისწრაფეში და მათ გამომეტყველებაშიც იკითხება. ხშირად იყენებენ უსინათლოთა გამცილებლებადაც. ძალიან მალე ითვისებენ ყველა მითითებას და ამასთან ძალიან მგრძნობიარეა. მისი პატრონის განწყობა განაპირობებს მის ხასიათსაც.
მასში ძალიან ცოტაა აგრესია, შეიძლება ითქვას, რომ გაუწვრთნელადაც ის განსაკუთრებულად ჭკვიანი, დაკვირვებული და მგრძნობიარეა, ყოველთვის ელოდება და არასოდეს არის ინიციატორი, არ ჩხუბობს სხვა ძაღლებთან, უმეტესად თამაშობს და როგორც წესი ბევრს დარბის. ცხოვრობენ 12-15 წლამდე.