ბრიტანულმა გამოცემა autocar-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ათეული წარმოადგინა, რომელთა ყიდვაც მიმდინარე წელს არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ისეთი ავტომობილებიც მოხვდა, რომლებიც ჯერ ბაზარზე არ გამოსულა, თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში გამოჩნდებიან და შესაბამისად მათი გაყიდვებიც დაიწყება.
ძვირად ღირებული ათეულის სათავეში 3 მილიონი დოლარის ღირებულებით Bugatti Chiron მოექცა, რომელიც ამავდროულად მიჩნეულია როგორც ყველაზე სწრაფი ავტომობილი. მეორე ადგილზეა 2 მილიონ 6 ათასი დოლარის ღირებულების Aston Martin Valkyrie, ჩამონათვალში მე-3 პოზიციაზე კი Mercedes-AMG Project One მოხვდა, რომლის ფასიც 2 მილიონ 500 ათასი დოლარია.