2020 წელს საქართველომ გერმანიაში ექსპორტით 61 მილიონ 759 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, გერმანიისგან 405 მილიონ 625 ათასი დოლარის პროდუქტი შეიძინა.
ტოპ-10 საექპორტო პროდუქტების ჩამონათვალში ლიდერობს თხილი და სხვა კაკალი - 26 მილიონ 601 ათასი დოლარით; მას მოსდევს ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, რომლის ექსპორტმაც 4 მილიონ 233 ათასი დოლარი შეადგინა; მე-3 პოზიციას შერეული საქონელი - 4 მილიონ 29 ათასი დოლარის ექსპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ხის ნაწარმი და ხილისა და ბოსტნეულის წვენები იკავებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 3 მილიონ 582 ათასი და - 2 მილიონ 953 ათასი დოლარი შეადგინა.
ექსპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდებიან ასევე: დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო/ან ფხვნილის სახით, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები, მსუბუქი ავტომობილები და წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი.