სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.
იმ TOP-10 პროდუქტს შორის, რაზეც 2020 წლის მარტში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა, ლიდერობს ნიორი, რომლის ფასიც - 273%-ით არის გაზრდილი. მას მოსდევს - ლიმონი - 66,85%-იანი გაძვირებით, მე-3 ადგილზეა - წიწიბურა ფასის - 63,1%-იანი მატებით, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ვაშლი და საზამთრო ინაწილებენ, შესაბამისად, - 61,55%-იანი და 58%-იანი გაძვირებით.
ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ათეულში ხვდებიან ასევე: ჭარხალი, ატამი, კარტოფილი, ყურძენი და კივი.