2020 წელს საქართველომ გერმანიაში ექსპორტით 61 მილიონ 759 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, გერმანიისგან 405 მილიონ 625 ათასი დოლარის პროდუქტი შეიძინა.
ტოპ-10 პროდუქტს შორის, რომელსაც საქართველო გერმანიაში ყიდულობს, ლიდერობს: მსუბუქი ავტომობილები - 58 მილიონ 459 ათასი დოლარით, მას მოსდევს დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 41 მილიონ 798 ათასი დოლარის იმპორტით; მე-3 ადგილზეა სატვირთო ავტომობილები, რომლის იმპორტმაც 22 მილიონ 214 ათასი დოლარი შეადგინა, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ტრაქტორები და უნაგირა საწევარები და მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები ინაწილებენ.
იმპორტირებული პროდუქტების ათეულში ხვდება ასევე: დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული რეაგენტები, შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები.