2020 წელს საქართველომ გერმანიაში ექსპორტით 61 მილიონ 759 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, გერმანიისგან 405 მილიონ 625 ათასი დოლარის პროდუქტი შეიძინა.
ტოპ-10 საექპორტო პროდუქტების ჩამონათვალში ლიდერობს თხილი და სხვა კაკალი - 26 მილიონ 601 ათასი დოლარით; მას მოსდევს - ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, რომლის ექსპორტმაც 4 მილიონ 233 ათასი დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზეა - შერეული საქონელი - 4 მილიონ 29 ათასი დოლარის ექსპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ხის ნაწარმი და ხილისა და ბოსტნეულის წვენები, იკავებენ, რომელთა ექსპორტმაც შესაბამისად, 3 მილიონ 582 ათასი დოლარი და 2 მილიონ 953 ათასი დოლარი შეადგინა.
საქართველოდან საექსპორტო პროდუქტების ათეულში ხვდებიან ასევე, დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები, მსუბუქი ავტომობილები და წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი.