მდიდარი მოსახლეობის ზრდის ტემპებით განვითარებადი ქვეყნები ლიდერობენ. როგორც CNBC (სიენბისი) Wealth-X-ზე (ველფ იქსი) დაურდნობით წერს, საუბარია აფრიკის, აზიის და ევროპის ქვეყნებზე.
კვლევა 540 ათასზე მეტი მსხვილი კაპიტალის მქონე პირის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნდა, რომელთა ქონება 30 მილიონამდე დოლარს შეადგენს და მომდევნო ხუთი წლის ზრდის პროგნოზს მოიცავს. მასში გათვალისწინებულია არსებული კეთილდღეობის დონე, მოსახლეობის ზრდის ტემპის შეფასება და სამომავლო საინვესტიციო შესაძლებლობები.
აღნიშნული პარამეტრების მიხედვით 2023 წლისთვის ლიდერი იქნება ნიგერია, სადაც წლიური ზრდა გათვლილია 16,3%-ზე. მეორე ადგილზეა ეგვიპტე 12,5%-იანი ზრდით, მესამეზე კი ბანგლადეში 11,4%-ით. ხუთეულში შედიან ვიეტნამი 10,1%-იანი და პოლონეთი 10%-იანი ზრდით.