ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ გინდა დასავლეთის ნაწილი იყო, მაშინ იქცევი ისე, როგორც დასავლეთის ნაწილი, ოპოზიციას ციხეში არ სვამ. მისი თქმით, ეს უანუკოვიჩმა გააკეთა და საქართველოს ნამდვილად არ სურს ისეთი პროცესები, როგორიც დღეს უკრაინაში მიმდინარეოს.
მან უპასუხა შეკითხვას, თუ რა აწუხებს ამჟამად ყველაზე მეტად საქართველოში მიმდინარე პროცესებში და აღნიშნა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს არ იზიარებს, ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა საჭირო არ არის.