ხმაური აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. დეპუტატები 11 მარტის ბათუმის მოვლენების შეფასებისას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლები ითხოვეს და რომელიც 11 მარტის საპროტესტო აქციის საკითხს შეეხო. მმართველმა გუნდმა აქცენტი "ნაციონალური მოძრაობის" ჩართულობაზე გააკეთა, ოპოზიციამ კი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. ქართული ოცნების წარმომადგენელმა ლადო მგალობლიშვილმა აქციის ორგანიზებაში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა იმისა თუ რატომ აქვს მას ეს მოსაზრება. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა კი ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ხელისუფლებას დანაპირები რომ შეესრულებიანა და დაკავებულები გაენთავისუფლებიანა აქცია კულმინაციამდე არ მივიდოდა.