ტომი და ჯერი ეკრანებს უბრუნდება. ფილმს, რომელიც დიდ ეკრანზე მომავალ წელს გამოვა, უკვე მოუთმენლად ელოდებიან ერთგული გულშემატკივრები. ახლადგამოსულმა ტრეილერმა კი მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა და ინტრიგის კვალი დატოვა. ფილმის პრემიერა 2021 წლის 5 მარტსაა დაგეგმილი. მხატვრულ ფილმში ყველა მსახიობი, გარდა ცხოველებისა, რეალურია ანიმაციურ გმირებად მხოლოდ ტომი, ჯერი და სხვა ცხოველები რჩებიან.