ჯადოსნური მთა - გერმანელი მწერლის, ესსეისტის, ეპიკური რომანების ოსტატის, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, პაულ თომას მანის რომანი. ორიგინალი დაწერილია გერმანულ ენაზე, გამოცემულია 1924 წელს.
რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა გერმანელი მამაკაცი, ინჟინერი ჰანს კასტორპია, რომელიც ჰამბურგიდან შვეიცარიაში, დავოსში მიემგზავრება. მიზანი ბიძაშვილის მონახულებაა, რომელიც სანატორიუმში მკურნალობის კურსს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი მთაში მხოლოდ სამი კვირის გატარებას აპირებს, დარჩენა უფრო დიდხანს უწევს. მას ტუბერკულოზის ნიშნები აღმოაჩნდება. ის კარგავს დროის შეგრძნებას, მისი განცდები და ემოციები სულ სხვა მიმართულებით იწყებს მოძრაობას, ის სიკვდილის წინაშე აღმოჩნდება მთაში, სადაც დრო თითქოს გაჩერებულია. საბოლოო ჯამში ჰანს სანატორიუმში 7 წლით დარჩენა უწევს.