ტომარა კარტოფილი 2 კაპიკიანი ტყვიით დახვრეტილი მამის სანაცვლოდ: ქართველი, რომელიც აკრძალული სიყვარულის გამო ჩინეთში გაიქცა და დაბრუნების ღამესვე დააკავეს - Palitra News

ტომარა კარტოფილი 2 კაპიკიანი ტყვიით დახვრეტილი მამის სანაცვლოდ: ქართველი, რომელიც აკრძალული სიყვარულის გამო ჩინეთში გაიქცა და დაბრუნების ღამესვე დააკავეს

2018-11-17 20:02:25+04:00

სიყვარულის სახელით, აზნაურმა ვლადიმერ კიკნაძემ გაიტაცა დაქვრივებული, თავისზე უფროსი ასაკის, აზნაური ეკატერინე ალავიძე. ოჯახებს შორის შუღლი ღვიოდა. არცერთი მათგანი არ თმობდა სიყვარულისთვის... წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ იქორწინეს და ხელის შემშლელ ნათესავებს ამ პატარა საქართველოდან დიდ ჩინეთში გაექცნენ. აზნაურმა კიკნაძემ დახმარება არცმეტი, რაც ნაკლები, პირდაპირ ჩინეთივით დიდ ბოლშევიკს, სერგო ორჯონიკიძეს სთხოვა. რკინის ტირანი, წყვილის ვალდენტინი გახდა და დახმარების ხელი გაუწოდა. 1922 წელს დატოვეს საქართველო. ალავიძე-კიკნაძის სიყვარულის ისტორია ჩინეთში იწერებოდა. მათ განგებამ ქალიშვილი უბოძა და უზრუნველი ცხოვრება. თუმცა, ბედნიერებას აკლდა სრულყოფილება, საქართველოს ნოსტალგია.