ტომ ჰენკსის ახალი ფილმის, Greyhound-ის ტრეილერი გამოქვეყნდა.ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე მოგვითხრობს, როცა დაპირისპირებული მხარეები ატლანტის ოკეანეში აქტიურ საომარ მდგომარეობაში იყვნენ. ტომ ჰენკსი ამერიკის საზღვაო ფლოტის მეთაურის როლშია, რომელიც ცდილობს ნაცისტების წყალქვეშა ნავი გაანადგუროს.აღსანიშნავია, რომ ფილმის სცენარის ავტორიც თავად ტომ ჰენკსია.