ტომ ჰენკსის წარმომადგენელმა CNN-თან საუბარში დაადასტურა, რომ მსახიობი და მისი ცოლი ქუინსლენდის საავადმყოფოდან გაწერეს და ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
წყვილი საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს რაც ავსტრალიაში ფილმის გადაღების დროს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ელვის პრესლის შესახებ გადაღებულ ფილმში ჰენკსი ლეგენდარული მომღერლის მენეჯერის, ტომ პარკერის როლს ასრულებს. ამჟამად გადაღებები დროებით შეჩერებულია.