ბერლინის ქუჩებში, სადაც ძალიან ბევრი სიმწვანეა, ხშირად შეხვდებით ველური სამყაროს წარმომადგენლებს – ციყვებს, კვერნებს, მელიებსა და ზღარბებს. შეიძლება ღამის 3 საათზე კლუბიდან გამოხვიდეთ და ქუჩის ფარნის შუქზე დაინახოთ, როგორ გადაირბინა მელიამ ქუჩაზე და იქვე, ბუჩქებში შეიმალა. ქალაქში ბევრია ცარიელი შენობა, სადაც მშვიდად ცხოვრობენ გარეული ცხოველები. ევროპის დედაქალაქებს შორის ბერლინის მოსახლეობას ყველაზე მეტი ველური “თანამოქალაქე” ჰყავს.