2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ოლიმპიური ჩირაღდნის შექმნისას იაპონიელთა უსაყვარლესი ყვავილის - საკურას მოტივები გამოიყენეს. ჩირაღდნის დასამზადებელ მასალად გამოყენებულია იაპონიაში მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში დანგრეული სახლების ალუმინის კონსტრუქციები.ცნობილია, რომ ჩირაღდნის ესტაფეტა მოგზაურობას 2020 წლის მარტში, საკურას ყვავილობასთან ერთად დაიწყებს. ესტაფეტის ელჩებს შორის არიან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტადაჰირო ნომურა, სამგზის პარალიმპელი აკი ტაგუჩი და მსახიობი სატომი იშიჰარა.