ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის მზადება უკვე დაიწყო. როგორც ცნობილია, ოლიმპიადის მედლები იმ ძვირადღირებული ლითონებისგან დამზადდება, რომლებსაც ძველი გაჯეტების პლატებიდან ამოიღებენ. საამისოდ კი მობილურებს გამოიყენებენ. მასალის შეგროვება 2017 წელს დაიწყო. ორგანიზატორების მიზანი 30.3 კგ ოქროს, 4 100 კგ ვერცხლისა და 2 700 კგ ბრინჯაოს შეგროვებაა.აღსანიშნავია, რომ საჭირო რაოდენობის მასალის მოსაპოვებლად ორგანიზატორები მიმართავენ როგორც იაპონიის მოსახლეობას, ისე კერძო ბიზნესებსა და ინდუსტრიებსაც. ეს არ არის პირველი შემთხვევა , რიოს 2016 წლის ოლიმპიადის მედლების 30% გაჯეტებიდან ამოღებული ლითონისგან იყო დამზადებული.