იაპონიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 430 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 841 გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, 24 აპრილიდან დღემდე ეს პირველი შემთხვევაა, როცა იაპონიაში ერთ დღეში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევებიდან 243 ტოკიოში გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების პერიოდიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია დედაქალაქისთვის. ცნობისათვის, იაპონიაში კორონავირუსით დღემდე 995 ადამიანია დაღუპული.