ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-8 დღეს ძალოსნობაში -96 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ პლესნოი წარსდგა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
შეჯიბრი ატაცში დაიწყო, 1-ელ ცდაზე 173 კილოგრამი ასწია, 177 კილოგრამი მეორე ცდაზე ვერ დავძლიეთ, თუმცა მესამე ცდაზე ანტონ პლესნოიმ წონა მარტივად დააფიქსირა.
რაც შეეხება აკვრას, 1-ელ ჯერზე ანტონ პლესნოიმ 207 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 210-იანი კილოგრამი ვერ დაძლია, თუმცა მოგვიანებით 210 კილოგრამიანი წონა დააფიქსირა, რითაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა. საბოლოოდ, საერთო ჩათვლაში ანტონ პლესნოიმ 387 კილოგრამი ასწია, რითაც მე-3 ადგილი დაიკავა.
ოქროს მედალს კატარელი ელ-ბახი დაეუფლა, რომელმაც 402 კილოგრამი დააფიქსირა და ახალი ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მეორე ადგილზე კი ვენესუელის წარმომადგენელი, კეიდომარ ვალენილა გავიდა, რომელმაც საერთო ჯამში 387 კილოგრამი ასწია.