იაპონიის ხელისუფლებამ მიიღო გაადწყვეტილება დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება ქვეყანაში მეექსვე თაობის კავშირის სისტემის დანერგვაზე, რომლის ამოქმედებაც 2030 წლისთვის უნდა მოხდეს. ამ მიზნით შეიქმნება ექსპერტების საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ტექნიკური სპეციალისტები, კერძო ბიზნესის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ იაპონიაში მეხუთე თაობის ქსელის მასიური დანერგვა ამ გაზაფხულზე მოხდება. ამ ქსელის გამოყენებაში ქვეყანა უკვე ჩამორჩა შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეას, სადაც 5G ქსელი უკვე გამოიყენება.
ახლა კი როგორც ჩანს, იაპონიის ხელისუფლებას სურს ეს ჩამორჩენა აღმოფხვრას და ბიზნესთან თანამშრომლობით მოიპოვოს ლიდერობა კიდევ უფრო სწრაფ და დაცულ მეექვსე თაობის სისტემაზე.