09:04
18 მაისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ტოკიო წყალბადის ენერგეტიკის განვითარებაზე 3,4 მლრდ დოლარს გამოყოფს
30-04-2021

იაპონიის ხელისუფლება ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის ენერგეტიკის პროექტებისთვის 370 მილიარდ იუანს ანუ 3 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Kyodo ავრცელებს.

პროექტების კოორდინატორი ენერგიის ახალი წყაროების განვითარებისა და სამრეწველო ტექნოლოგიების ორგანიზაცია (NEDO) იქნება. ამავდროულად, პროექტებს შეიმუშავებს და შეაფასებს იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი.

დაფინანსებული პროექტები შეეხება გათხევადებული წყალბადის პრაქტიკულ ტექნოლოგიას, ქსელში მათ მიწოდებასა და წყლისგან ეკოლოგიურად სუფთა გზით წყალბადის მიღებას. გარდა ამისა, დაფინანსდება ქარის ენერგიის თვითღირებულების დაწევისა და ახალი თაობის შემკრები აკუმულატორების შექმნის პროექტი.

ყველა ეს პროექტი ოქტომბრამდე უნდა დაიწყოს. იაპონიის ხელისუფლებას უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება სამრეწველო და საავტომობილო გამონაბოლქვის სრულად განულების პროექტებზე 2 ტრილიონი იუანის ანუ 18 მილიარდ 400 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. ქვეყანამ სამრეწველო-საავტომობილო გამონაბოლქვი 2050 წლამდე უნდა გაანულოს.

AutoPlay
სეულის მეტროსადგურში ბოსტნეულის ფერმა გაიხსნა
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
ფედრეზერვი მეორე კვარტალში ეკონომიკის 8%-იან ზრდას პროგნოზირებს
გამოქვეყნდა 46 წუთის წინ
McDonald's ამერიკელი პერსონალისთვის ხელფასებს 10%-ით ზრდის
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, ბაიკ-ლაინები, შუშის რესტორანი - როგორი იქნება განახლებული წალკის კანიონი
გამოქვეყნდა 47 წუთის წინ
გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალური სვეტის მოვლა-პატრონობისთვის 296 285 ლარის ტენდერი გამოცხადდა
გამოქვეყნდა 48 წუთის წინ
რა მოცულობის ჯარიმა დააკისრა სებ-მა ფინანსურ სექტორს ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევებზე
გამოქვეყნდა 49 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები