ტოიოტას ოფიციალურმა დილერმა საქართველოში - "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" მომხმარებელს სედანის სეგმენტის ფლაგმანი "ტოიტა ქამრის" ახალი, მე-8 თაობის მოდელი წარუდგინა. "წარმატება არ არის დასასრული, ის მხოლოდ დასაწყისია, რადგან სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი" - ეს გახლდათ პრეზენტაციის მთავარი სლოგანი, რომელიც სრულად პასუხოს "ტოიოტა ქამრის" ახალ შესაძლებლობებს. ახალი "ქამრის" დიზაინი წინამორბედზე გაცილებით დახვეწილია, პროპორციები კი უფრო დინამიკური. სრულად ახალია ავტომობილის ინტერიერიც დიზაინიც. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სალონში გამოყენებული მასალების ხარისხიც
ახალი "ქამრი" მოსახხვევებშიც გაცილებით უფრო მდგრადია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იაპონელებმა განსაკუთრებული ხმაურიზოლაციას დაუთმეს. მაღალ სისწრაფეზეც კი სალონში სრული სიჩუმე ნარჩუდნება და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ხმის იზოლაციის დამსახურებაა.
მე-6 თაობის შემდეგ "ტოიოტა ქამრი" მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და დღემდე 19 მილიონი ერთეულია გაყიდული. წლის განმავლობაში 700 000-ზე მეტი მოდელის გაყიდვით "ქამრი" მსოფლიო ბესტსელერად რჩება სედანების D/E კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ახალ მოდელს კიდევ უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.