იაპონური ავტომწარმოებელი "ტოიოტა" 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებულ საავტომობილო ბრენდად დასახელდა. Interbrend-ის საუკეთესო გლობალური ბრენდების რეიტინგის თანახმად, "ტოიოტას" ბრენდი დაახლოებით 50.291 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 9%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. "საუკეთესო გლობალური ბრენდების" რეიტინგში "ტოიოტა" მეშვიდეა და უსწრებს ისეთ ბრენდს, როგორიც "ფეისბუქია", რომელიც 48.188 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდების მეორე პოზიციაზეა Mercedes-Benz – 47.829 მილიარდი დოლარით, მესამეზე კი BMW – 41.521 მილიარდი დოლარით. ათეულში ასევე მოხვდნენ "ჰონდა" – 22,696 მილიარდი დოლარი, "ფორდი" – 13,643 მილიარდი დოლარი, ჰიუნდაი - 13,193 მილიარდი დოლარი, "აუდი" – 12 მილიარდი დოლარი, "ნისანი" – 11,534 მილიარდი დოლარი, "ფოლქსვაგენი" – 11,522 მილიარდი დოლარი და "პორშე" – 10,12 მილიარდი დოლარი.