ტოიოტა იაპონიაში უახლესი ტექნოლოგიებით, რობოტებითა და მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილებით აღჭურვილ „ჭკვიან ქალაქს“ ააშენებს. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქს Woven City დაერქმევა და 2 ათას ადამიანზე იქნება გათვლილი. ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა ის ფუძიამას მთასთან ახლოს, ტოკიოდან 60 კილომეტრის მოშორებით ააშენოს.
ტოიოტას გენერალური დირექტორის განცხადებით, ქალაქში უახლესი ტექნოლოგიებისა და რობოტების გარდა, დიდი ყურადღება დაეთმობა ეკოლოგიასა და გარემოს დაცვას. მისი თქმით, Woven City-ში ენერგიას მთლიანად განახლებადი რესურსებიდან მიიღებენ. ამასთან, ქალაქში უამრავი მწვანე სივრცე და პარკი მოეწყობა.
რაც შეეხება ქალაქის განაშენიანებას, კომპანიამ გადაწყვიტა დაპროექტებისას ტრადიციული იაპონური არქიტექტურა გამოეყენებინა.