03:26
9 დეკემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ტოჩინოშინს მოგება არ ჩაუთვალეს
12-09-2019

აკი ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინს მარცხი ჩაუთვალეს. ლევან გორგაძე კომუსუბი აბის შეხვდა და გაიმარჯვა, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებით, რადგან ორთაბრძოლის დროს მეტოქეს თმაზე მოქაჩა და ისე დააგდო დოჰიოზე, წაგება ჩაუთვალეს. ეს ქართველი ფალავნის მესამე მარცხია ბაშოზე და ბალანსი 1:3-ზე გაუხდა. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ტომოკაძე იქნება, ვისაც აქამდე არ შეხვედრია. შეგახსენებთ, რომ ტოჩინიშინი ტრავმით ასპარეზობს და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის მიღწევა უნდა შეძლოს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები