კიუშუ ბაშო წარუმატებლად დაიწყო ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინმა წლის ბოლო სუპერტურნირზე პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა და სამწუხარო მარცხი განიცადა. ქართველის მეტოქე მეტოქე მეორე მაეგაშირა მაისეი იყო და შიტატეჰინერის ილეთით დამარცხდა. მეტოქემ კი ურთიერთშეხვედრებში მოგებათა ბალანსი ორამდე გაზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ სექტემბრის ბაშო ტოჩინოშინისთვის წარუმატებელი გამოდგა, და ოძეკის პრესტიჟული ტიტული დაკარგა, ახლა მის დასაბრუნებლად ლევანს მინიმუმ 10 მოგება მართებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 4 შეხვედრის წაგების უფლება აქვს.