ნაცუ ბაშოს მეორე დღეს ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა.ქართველის მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა დაეიშო იყო. აქამდე გამართული 6 ორთაბრძოლიდან ლევანს 5 მოგებული ჰქონდა. ლევანმა მეტოქე დოჰიოდან მისთვის საყვარელი, იორიკირის ილეთით დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინს 2:0-ზე აქვს ბალანსი და ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად კიდევ 8 მოგება ესაჭიროება.